მიქაუტაძე “ბორდომ“ ვერ შეაჩერა

0
63

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში გოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
31-ე ტურში „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „ბორდო“ მიიღო და სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით დაამარცხა.
38-ე წუთზე მიქაუტაძე „ბორდოს“ მეკარეთან პირიპირ გადიოდა და კარიდან გამოულმა პუინმა წააქცია, რისთვისაც გააძევეს. საჯარიმო დარტყმა ქართველმა შეასრულა, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა.
ტაიმის მიწურულს მიქაუტაძე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და სამ მცველს გაექცა, რის შსემდეგ პასი ჯალოუს გაუკეთა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა.
49-ე წუთზე ჯალოუმ საჯარიმოს გარედან შორეულ „ცხრიანში“ ბურთი საუცხოოდ მოჭრა და ანგარიში გახსნა – 1:0.
52-ე წუთზე მიქაუტაძე ერთ მეტოქეს გაექცა და ფაქტობრივად საჯარიმოს ხაზიდან „ცაციათი“ დაბალ კუთხეში გაიტანა – 2:0.
72-ე წუთზე მიქაუტაძემ რეიდი, რომლის დროს გვერდი სამ ჟირონდელს აუარა შორეულ კუთხეში შეგდებული ბურთით დაასრულა – 3:0. მან მეორე დუბლი მიითვალა. მიქაუტაძემ ლიგა 2-ში თავი 17 გოლს მოუყარა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ის 84-ე წუთზე შეცვალეს.
ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგო იყო და „ბორდოში“ 65-ე წუთიდან ითამაშა.
„ბორდო“ 56 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „მეცი“ 55 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი