„კრემონეზემ“ ზედიზედ მეორედ მოიგო – ლოჩოშვილის ტრავმა

0
56

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის,, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
30-ე ტურში „კრემონეზემ“ „ემპოლი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა მისი დაზიანება სერიოზული არაა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე დესერსმა გაიტანა. „კრემონეზეს“ 19 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი