კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის დასკვნით შეხვედრაში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს თავკაცობით გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მოულოდნელად დიდი ანგარიშით წააგო.
მატჩის მე-15 წუთზე ბრაზილიელმა ალეფ სანატოსმა თავის საჯარიმოში იაპონელი ტაიკი კაგაიამა წააქცია და მთავაი მსაჯის გიორგი ყრუაშვილის მიერ დანიშნული პენალტი გოლად ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ აქცია.
49-ე წუთზე სტუმართა მასპინძელთა უკრაინელმა მეკარე ევგენ კუჩერენკომ კარიდან გამოსვლის დროს საჯარიმოში შეჭრილ ჯეფერსონ ჯერალდოს ბურთი ფეხიდან ვერ ააცილა და ბრაზილიელის გადაცემის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში გაზარდა.
76-ე წუთზე „სამგურალის“ კონტრშეტევის დროს ნიკა ხორხელმა „დილას“ მეკარეს ლადო ჩიხრაძე შეატოვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო და 13 ქულით 10-გუნდიან ცხრილში მე-2 ადგილზეა – მესამეადგილოსან „ტორპედოს“ 2 ქულით ჩამორჩება. „დილა“ 10 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





