დარცმელია „საბურთალოში“ ითამაშებს

0
68

ბექა დარცმელია თბილისის „საბურთალოში“ ითამაშებს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიის „ნიუკასლ ჯეთსი“ დატოვა, სადაც შარშან აგვისტოში გადავიდა და 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
23 წლის დარცმელია 2017-2019 წლებში თბილისის „დინამოში“ ირიცხებიდა, სადაც 3-ჯერ ითამაშა, ხოლო 2019-2022 წლებში „ლოკოოტივში“ 79 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა.
ის 21-წლამდელთა ნაკრების გარდა, საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა გუნდის წევრი იყო.