აბურჯანია „სპორტინგს“ დაუზავდა

0
45

„ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ქულა შინ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ ლისაბონის „სპორტინგთან“ აიღო.
ბარსელუშში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 28 წლის აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში „ჟილ ვისენტეში“ მე-20 თამაში ჩაატარა და სასტარტოში 12-ჯერ მოხვდა. მას ჯერ გოლი არ გაუტანია.
„ჟილ ვისენტეს“ 30 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.