„კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში თავის მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდა და 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ორივე გოლი გასული იყო.
სტუმრები მე-20 წუთზე არტურ კაბრალმა დააწინაურა, ხოლო 75-ე წუთზე ნიკოლას გონსალესმა პენალტიდან მეტოქის კარი მეორედ აიღო. მანამდე, 73-ე წუთზე მასპინძლებს აივუ გაუძვევეს, რომელმაც კარში დარტყმული ხელით მოიგერია და თერთმეტმეტრიანიც ამას მოჰყვა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ფლორენციაში 27 აპრილს შედგება.
24 წლის ლოჩოშვილი იტალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონატში 17-ჯერ (15 მატჩი სასტარტოში) ითამაშა, ხოლო თასზე დებიუტი „ფიორენტინასთან“ ჰქონდა.





