„ოსასუნა“ ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. ხაგობა არასატეს გაწვრთნილმა გუნდმა 1/2-ფინალის პირველ მატჩში ერნესტო ვალვერდეს დამოძღვრილი ბილბაოს „ატლეტიკი“ შინ 1:0 დაამარცხა.
საპასუხო მატჩის 33-ე წუთზე ბილბაოელები ინაკი ვილიამსმა დააწინაურა და ძირითად დროში მეტი გოლი არ გასულა. შესაბამისად დამატებითი დრო დაინიშნა და 116-ე წუთზე პაბლო იბანიესმა „ატლეტიკის“ კარი აიღო, რის წყალობით „ოსასუნა“ ფინალში ითამაშებს.
პამპლონელები თასის ფინალში არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა. „ოსასუნამ“ ნახსენები ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად 2005 წელს ითამაშა და სევილიას „ბეტისთან“ 1:2 წააგო,
ფინალში პანპლონელთა მეტოქე დღეს „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის „კამპ ნოუზე“ გასამართ საპასუხო თამაშში გაირკვევა. „ბარსელონამ“ პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგო.





