მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელში გერმანიის თასის 1/4-ფინალიდან გავარდა.
მიუნხენელებმა „ფრაიბურგს“ უმასპინძლეს და 1:2 წააგეს. ბავარიელებიდან შეხვედრის მე-19 წუთზე ანგარიში უპამეკანომ გახსნა. სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 27-ე წუთზე ჰოფლერმა გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტიდან „ბაიერნის“ კარი ჰოლერმა აიღო და თავისი გუნდი 1/2-ფინალში გაიყვანა.
„ბაიერნი“ არსებობის ისტორიაში შინ „ფრაიბურგთან“ პირველად დამარცხდა. მანამდე, მიუნხენში ჩატარებულ 23 შეხვედრიდან „რეკორდმაისტერმა“ 20 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.
თომას მიულერმა “ბაიერნის” მაისურით გერმანიის თასზე 64-ე მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის რეკორდია.





