„ნაპოლის“ პრეზიდენმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
„გთხოვთ, ჩემთვის კვერცხების „გრეხვას“ თავი დაანებეთ. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის წინ შეთანხმდა და 2027 წლამდე მოქმედებს.
არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვით კონტრაქტი 5-წლიანი და არა – ერთწლიანი. არავითარი პრობლემა არაა“ – იუწყება დე ლაურენტისის ნათქვამს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანამხად, „ნაპოლის“ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2028 წლამდე სურს და საქართველოს ნაკრების გარემარბი წელიწადში 1,2 მილიონი ევროს ნაცვლად, 2,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ლაშა თაბაგარი




