მესი პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

0
40

ლიონელ მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა, იუწყება ესპანური გამოცემა Marca.
35 წლის არგენტინელი ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე დადებს, ხოლო მისი ამოწურვის შემდეგ MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადავა, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
Marca-ს ინფორმაციით, მესის MLS-ში გადასვლა იმიტომ სურს, რომ 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართი მუნდიალისთვის უფრო კარგად მოემზადოს.
მესიმ მიმდინარე სეზონში პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 32 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა.