ერვე რენარმა საუდის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
54 წლის ფრანგის სპეციალისტი არაბებს 2019 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საუდელებმა კატარში გამართული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია გამოაცხვეს, როდესაც C ჯგუფის გახსნით მატჩში არგენტინას 2:1 სძლიეს.
რენარი დიდი ალბათობით სათავეში საფრანგეთის ქალთა ნაკრებს ჩაუდგება, რომელიც კორინ დიაკრის გადადგომის შემდეგ თავკაცის გარეშე დარჩა.
რენარი კარიერის განმავლობაში საუდის ნაკრების გარდა ზამბიის, ანგოლას, კოტ დივუარის და მაროკოს ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.




