ვილი სანიოლი: “კარგია, რომ თამაში გადავარჩინეთ”

0
27

ვილი სანიოლის აზრით, კარგია რომ საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან თამაში გადაარჩინა. ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში A ჯგუფში ბათუმში სკანდინავიელებთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: “საწყისი 20-25 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, ბურთს ხშირად ვკარგავდით და არაფერი გამოგვდიოდა. პირველივე ტაიმში ტაქტიკური გადაადგილებები გავაკეთეთ, მეორე ტაიმში კი მცველის ნაცვლად თამაშში თავდამსხმელი ჩავრთეთ, რის შედეგადაც უფრო სოლიდურად ვითამაშეთ. კარგია, რომ თამაში გადავარჩინეთ, რაც მეტყველებს, რომ გუნდში ხარისხიდა სათანადო განწყობა არის, თუმცა, აინც მბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილს გოლის მომენტში შეეძლო უკეთ თამაში, მაგრამ გაშვებული ბურთის შემდეგ ფანტასტიკური იყო. ის ყოველ კვირაში ამტკიცებს „ვალენსიაში“ რა შეუძლია და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არაა.
3-მცველიანი სქემის შეცვლა? ეს ტაქტიკა აქამდე წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ ფეხბურთში სწრაფად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ამიტომ, ცვლილებებისთვის მზად უნდა ვიყოთ და მოვერგოთ. დღეს მეორე ტაიმში 4 შემტევი იყო მინდორზე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე და კვარაცხელია, მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო და შემდეგ გადავწყვეტთ, ვითამაშებთ თუ არა, ასეთი შემტევი შემადგენლობით. თუმცა, რასაკვირველია, ეს ვარიანტიც განიხილება და ერთ-ერთი არჩევანი იქნება მომავალში.
მიქაუტაძე ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და მაღალ დონეზე თამაშობს. გეთანხმებით, რომ ის გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, როცა მოედანზე მეწყვილე ჰყავს, მაგრამ ამჟამად ზივზივაძეს კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ აქვს, ამიტომ, მომიწია, მიქაუტაძის მარტო დაყენება. მომავალში, როდესაც ბუდუც სათანადო კონდიციაში იქნება, შესაძლებელია მათ ერთად ითამაშონ. ბოლო წუთზე მოედნის ცენტრში შეცდომა? ეს არ დაუშვებელია, მაგრამ ფეხბურთია და ხდება. ვიმუშავებთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე შევამციროთ.
ბოლო ერთა ლიგის მატჩებს თუ გავიხსენებთ, გიბრალტართან მატჩების გარდა, კვარაცხელია თითქმის ყოველთვის ცენტრში თამაშობდა.ხვიჩა გულწრფელი ბიჭია, სადაც არ უნდა ვათამაშო, ყოველთვის ასრულებს ჩემს დავალებებს, შეუძლია მარცხნივ, ცენტრში და მარჯვნივ თამაში. რა თქმა უნდა, ის კლუბში გამოკვეთილი მარცხენა გარემარბია და მისთვის საყვარელი პოზიციაა, მომავალში აუცილებლად ვეცდებით ამ ფუნქციით უფრო მეტად დავტვირთოთ.
ყველამ იცის, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფი და შრომატევადია, ნახევარმცველები და შემტევები დაცვას ეხმარებიან, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს, მაგრამ ჩაკვეტაძე ჯერ არაა ისეთ ფორმაში, რომ დიდ დატვირთვას გაუძლოს. რასაკვირველია, ჩვენ მას ველოდებით, რომ აღიდგენს საუკეთესო კონდიციას და ნაკრებში რეგულარულად ითამაშებს. ზოგადად, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც დაიმსახურებს, ყოველთვის ის ითამაშებს“.

დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი და ვებგვერდი atiani.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბათუმში ჟურნალისტებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის
გოჩა კაჭარავ