სოლბაკენი: “საქართველოს ნაკრების მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა”

0
23

ნორვეგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბკენმა ევრო 2024-ის შესარცევ ციკლში A ჯგუფში ბათუმში საქართველოსთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, მასპინძლების მეკარე გამოარჩია.
სტალე სოლბაკენი: “სიურპრიზი არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ინიციატივა დავკარგეთ, უბრალოდ, რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და კონტრშეტევები მივიღეთ, საქართველოს კი კონტრშეტევებზე ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი საგოლე მომენტები, დაახლოებით 6-7 რეალური შანსი, მეტოქეს კი მხოლოდ 2-3.
საქართველოს ნაკრებისა და განსაკუთრებით მისი შემტევი ფეხბურთელების შესახებ ყველაფერი ვიცით, ისინი ძალიან ხარისხიანი მოთამაშეები არიან. თუმცა, დღეს ასევე გამოვარჩევდი მეკარეს, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა“.

დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი და ვებგვერდი atiani.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბათუმში ჟურნალისტებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის
გოჩა კაჭარავ