ოლივიე ჟირუ 2000 წლის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყველაზე ასაკოვანი მინდვრის მოთამაშე გახდა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა.
ევრო 2024 შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მეორე ტურში ფრანგებმა სტუმრად პავარის მიერ 50-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით ირლანდია 1:0 დაამარცხეს.
ჟირუ შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა და იმ მომენტისთვის ასაკით 36 წლისა და 178 დღის იყო. მან ლილიან ტურამის რეკორდის გააუმჯობესა, რომელმაც „სამფეროვნებში“ 36 წლისამ და 164 დღისამ ითამაშა.
ჟირუმ კარიერაში თავისი ქვეყნის ღირსება 121-ჯერ დაიცვა და 53 გოლი გაიტანა. ის საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან 2018 წელს რუსეთსი გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო შარშან კატარში გამართულ მუნდიალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.




