როდრი: „შოტლანდიასთან მოგება იოლი არ იქნება“

0
48

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ როდრის მიაჩნია, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან სტუმრად გლაზგოში დღეს გასამართი მატჩი აგრესიული იქნება.
„ჩვენ ვიცით შოტლანდიის ნაკრებს რა შეუძლია. გამარჯვება და ორი ტურის შემდეგ 6 ქულის მოპოვება გვსურს, რაც იოლი არ იქნება. შოტლანდია აგრესიული, ძლიერია და ძალიან მაღალი დონის გუნდია, მაგრამ ჩვენ ყურადღება საკუთარ თამაშზე უნდა გავამახვილოთ“ – იუწყება TMW „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის ნათქვამს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი და შოტლანდია A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერად გამოდიან. ესპანელებმა პირველ ტურში შინ ნორვეგია 3:0 დაამარცხეს, ხოლო შოტლანდიელებმა ანალოგიური ანგარიშით გლაზგოში კვიპროსს აჯობეს.