კორსანტიას ორმაგი დუბლი მაკედონიაში

0
7

ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი კორსანტიამ, რომელიც თავის გუნდ “გოსტივარს” გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. გოსტივარელები სტუმრად “საირ 2030”-ს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 97:93 მოიგეს.
კორსანტია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გოსტივარელთაგან ყველაზე მეტი – 37:43 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
“გოსტივარს“ 12 მოგება და 6 მარცხი აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, სადაც რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეული გავა.