რამაზ სვანაძე: “ლატვიასთან ორი მიზანი გვაქვს”

0
0

საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ორი მიზანი აქვთ.
რამაზ სვანაძე: “ლატვიასთან თამაში, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია – ერთ-ერთი ბოლო მატჩია ტურნირამდე. ამ თამაშზე ჩვენ გვაქვს ორი მიზანი, პირველი – იმის ფონზე, რომ ამ ასაკის ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია, პლუს გვყავს ბევრი ტრავმირებული მოთამაშე – ამის გამო ხვალ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს, მათ შორის დებიუტანტებს მოუწევთ მინდორზე გასვლა, რაც მათთვის დამატებითი შანსია… და მეორე ამოცანა – გვინდა, რომ კარგი განწყობა შევიქმნათ ევროპის ჩემპიონატის წინ და ხვალ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ”.
ლატვიასთან დაპირისპირება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის წელს საქართველოსა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგურია.