ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო.
A ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ესპანელები მალაგაში „ლა როსალედაზე“ ნორვეგიას შეხვდნენ და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩის მე-13 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა ბალდემ პასი დანი ოლმოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთს მიმართულება ზუსტად შეუცვალა – 1:0.
ამის შემდეგ ხოსელუს ჯერი დადგა, რომელმაც „ფურია როხაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 83-ე წუთზე ფაბიან რუისის გადაცემის შემდეგ ხოსელუმ თავით გაიტანა, ხოლო 85-ე წუთზე ნორვეგიელთა საჯარიმოში ვითარებაში ყველაზე უეკეთესად გარკვა და დუბლი მიითვალა.
„ესპანიოლის“ 32 წლის ფეხბურთელი ფერნანდო მორიენტესის შემდეგ მეორეა, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში დუბლი მიითვალა. მორიენტესმა ეს 1998 წლის 25 მარტს შვედეთთან (4:0) ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა.
2003 წლის შემდეგ ესპანეთმა ევრო შესარჩევში სალხში ჩატარებული 23-ივე თამაში მოიგო, რაც რეკორდია – ბოლოს 2003 წლის 7 ივნისს საბერძნეთთან (0:1) წააგო.
ესპანეთი ჯგუფში მეორე მატჩს 28 მარტს სტუმრად შოტლანდიასთან ჩაატარებს, ხოლო ნორვეგია იმავე დღეს ბათუმში საქართველოს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი
