მიუნხენის „ბაერნის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინეს, მან მიმდინარე კვირაში თანამდებობიდან დათხოვნილი იულიან ნაგელსმანი შეხვალა.
49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ბავარიელებთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
მისი დანიშვნა კლუბის მმართველი საბჭოს თავჯდომარე ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გადაწყვიტეს, რომლებიც ცხადია „ბაიერნის“ პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს შეუთანხმდნენ.
ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნი“ პირველ თამაშს 1 აპრილს სახლში გათამაშების ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.
ტუხელი 2021-2022 წლების სეზონში „ჩელსიში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „მაინცს“, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „პარი სენ ჟერმენს“ ავარჯიშებდა.
მან კარიერაში 15 ტიტული მოიგო – მათ ორის „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო პსჟ-ს თავკაცობისას საფრანგეთის ჩემპიონატი.





