რონალდუს ორი ახალი მსოფლიო რეკორდი

0
36

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში 100 გოლი გაიტანა.
პორტუგალიამ ახალი მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ხელმძღბვანელობით ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში ლიხტენშტაინს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
რონალდუ კაპიტნის სამკალვურით სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, პენალტი გამოიყენა, ხოლო 63-ე წუთზე დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში, ამხანაგურების ჩათვლით პორტუგალიელის ანგარიშზე 120 გოლია.
რონალდუს კარიერაში ლიხტენშტაინი 47-ე ნაკრებია, რომელსაც გოლი გაუტანა. ის 2004 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 20 წელია ნაკრებში თავის გამოჩენას ახერხებს.
გარდა ამისა, რონალდუმ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 197.