ჰარი კეინი ინგლისის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მან უეინ რუნის რეკორდი ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის სტარტზე სტუმრად იტალიასთან 2:1 მოეგბულ მატჩში გააუმჯობესა.
შეხვედრის მე-13 წუთზე ინგლისელბმა კუთხური ჩააწოდეს და ჰარი კეინის დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მცველს მოხვდა და დეკლან რაისს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
44-ე წუთზე სტუმრებმა ბურთის იტალიელთა საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც დი ლორენცომ ხელით ითამაშა და მსაჯმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პონალტი დანიშნა, რომელიც კეინმა გამოიყენა. ბრიტანელთა კაპიტნის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებულ 81 შეხვედრაში გატანილი 54 გოლია და რუნის მიღწევა ერთი ბურთი გააუმჯობესა.
56-ე წუთზე იტალიელებიდან თავი არგენტინაში დაბადებულ-გაზრდილმა რეტეგიმ გამოიჩინა, რომელიც რობერტო მანჩინიმ სადებიუტო შეხვედრაში სასტარტოში დააყენა. თუმცა, დარჩენილ დროში „სკუადრა აძურამ“ ანგარიში ვერ გაათანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ლუკ შოუ გააძევეს.
ამრიგად, იტალიელთა 40-მატჩიანი წაუგებელი სერია ევრო შესარჩევებში შეწყდა. გარდა ამისა, ინგლისმა 1961 წლის შემდეგ სტუმრად იტალია პირველად დაამარცხა, ხოლო 1977 წლის შემდეგ პირველად ოფიციალურ თამაში მოუგო.





