იაროვინსკი: „ხვიჩას ფულით „გაფუჭება“ შეუძლებელია“

0
7

ყაზანის „რუბინის“ ყოფილი სპორტული დირექტორის ოლეგ იაროვინსკის ფულით „გაფუჭება“ შეუძლებელია. მან ამის შესახებ sport-express.ru-სთან ისაუბრა.
-ხვიჩა „რუბინიდან“ ურემოვიჩის მსგავსად არ წასულა?
-ხვიჩამ თავიდანვე თქვა, რომ უნდა წასულიყო, რადგან საქართველოში ძალიან რთული ვითარება ჰქონდა. ადამიანურად მოიქცა და წინასწარ გაგვაფრთხილა.
-სლუცკიმ თქვა, რომ საქართველოში კვარაცხელიას მამას ფანჯრები ჩაუმსხვრია და ავტომანქანს დაუწვეს..
-დიახ, ყველაფერი იყო. როდესაც ავტომანქანა დაუწვეს, ხვიჩა მოვიდა და ამის შესახებ გულწრფელად გვითხრა.
-ხვიჩასთან დაკავშირებულ ამბავი ისეთია, რომელსაც ათწლეულების შემდეგ გაიხსნებთ?
-„რუბინში“ პირველი შეკრება იყო. ვარჯიშზე გასულმა, როდესაც ხვიჩა დავინახე მაშინვე მივხვდი – აი, მოთამაშე! სწრაფი, ჟინიანია და სუპერდრიბლინგის მქონე. მისი „ფოკუსებისგან“ ყბა „ჩამოგივარდებოდა“.
-„შახტარის“ წარმომადგენლები იხსენებენ, რომ თავის დროზე გენრიხ მხითარიანი მშვიდი და ჩაკეტილი იყო, ბაზაზე იჯდა. ხვიჩა როგორ იქცეოდა?
-როდესაც ბურთი აქვს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანია. პატარა ბავშვივითაა. ფეხბურთის თამაშს აღმერთებს. მის პერსპექტივაში ეჭვი არ მეპარება. ხვიჩას ფული არ იზიდავს.
-რეჟიმისტია?
-დიახ. თუმცა, საქმე ამაში არაა. სახელით და ფულით მისი „გაფუჭება“ შეუძლებელია.