გიორგი ცეცაძე “თელავის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა. სკ “თელავი” უღრმეს მადლობას უხდის გიორგი ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, გეტყვით, რომ მასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და როგორც კი დაინიშნება, მაშინვე შეგატყობინებთ”.
ცეცაძე “თელავოს” მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისიდან მუშაობდა. მისი ხელმძრვანელობით შარშან გუნდმა კრისტელბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მიმდინარე სეზონში თელაველებმა 5 ტურში 5 ქულა აიღეს – ერთი თამაში მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. მე-5 ტურში შინ თბილისის “დინამოს” (2:2) დაუზავდნენ, არადა, მატჩის მსვლელობისას 0:2 აგებდნენ.





