ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ის ვერსიით იტალიის სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბის ფასი 60 მილიონი ევროდან 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთ ხუთეულს „ნაპოლის“ ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ლიდერობს, რომლის ფასი 100 მილიონი ევროა.
მესამე-მეოთხე ადგილს პორტუგალიელი რაფაელ ლეაუ („მილანი) და არგენტინელი ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) იყოფენ. მეხუთე პოზიციაზე სერბი დუშან ვლახოვიჩია („იუვენტუსი“).
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი „გამოიმუშავა“.
ლაშა თაბაგარი





