ხოსე ლუის მენდილიბარმა „სევილიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დღეს დათხოვნილი ხორხე სამპაოლის შეცვალა, იუწყება ანდალუსიური კლუბის პრესსამსახური.
62 წლის ესპანელმა სპეციალისტმა სევილიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მენდილიბარი ბოლოს „ალავესს“ უძღვებოდა, რომლიდან გასული წლის აპრილში გაუშვეს. ის მანამდე „ეიბარს“, „ლევანტეს“, „ოსასუნას“, ბილბაოს „ატლეტიკს“ და „ვალიადოლიდს“ ავარჯიშებდა.
ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, „სევილია“ 28 ქულით მე-14 ადგილზეა.




