კონტეს მიმდინარე კვირაში დაითხოვენ

0
54

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიმდინარე კვირაში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, იუწყება ინგლისური გამოცემა The Telegraph.
მას მერე, რაც იტალიელმა სპეციალისტმა “საუთჰემპტონთან” (3:3) მატჩის შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელები საჯაროდ გააკრიტიკა და მათ ეგოისტები უწოდა, მიიჩნევა, რომ მის მომავალთან დაკავშირებული ვითარება გამოუსწორებელია. მით უმეტეს, რომ კონტე კლუბის მფლობელ დანიელ ლევისაც გადაწვდა.
მოსალოდნელია, რომ 53 წლის კონტეს უახლოეს დღეებში გაუშვებენ და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რაიან მეისონს დანიშნავენ.
კონტე „ტოტენჰემს“ 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. 28 ტურის შემდეგ ლონდონელები 48 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე არიან.