საფრანგეთის ნაკრებს მბაპე უკაპიტნებს

0
110

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი კილიან მბაპე იქნება, იუწყება lequipe.fr.
მას მერე რაც მეკარე უგო ლორისმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა, „სამფეროვანთა“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კაპიტნად პსჟ-ს ფორვარდის დანიშვნა გადაწყვიტა.
მბაპეს დებიუტი კაპიტნის რანგში 24 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდებთან გასამართ შეხვედრაში შედგება.
24 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 66 მატჩი 36 გოლი გაიტანა. მან რუსეთში 2018 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ფინალში გოლი გაიტანა. კატარში შარშან ჩატარებულ მუნდიალზე ფრანგები გადამწყვეტ მატჩში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ და მბაპემ დუბლი მიითვალა.