დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ის დანიური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.
პარადოქსი ისაა, რომ გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყებოდა – ხოჭოლავა ტრავმირებულია და მარტში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებაო.
არადა, დღეს დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ შინ „ვიბორგს“ 2:1 სძლია და ხოჭოლავამ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “ქარაგიუმრუქმა” “ბაშაქშეჰირი” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ნაკრები გარემარბი საბა ლობჟანიძე იყო, რომელსაც ისევ არ უთამაშია.





