ვიეირა „კრისტალ პალასიდან“ გაუშვეს

0
41

„კრისტალ პალასის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პატრიკ ვიეირა დაითხოვეს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველთან ერთად კლუბი მისმა ასისტენტებმა ოსიან რობერტსმა, კრისტიან უილსონმა და საიდ აიგუნმა დატოვეს.
46 წლის ვიერას გაშვება გასაკვირი არაა, რადგან ლონდონელებს ზედიზედ 12 მატჩია არ მოუგიათ – სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან და გასავარნდ ზონას 3 ქულა აშორებთ.
ვიეირა „კრისტალ პალასს“ 2021 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გასულ სეზონში ინგლისის ასოციაციის თასის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც „ჩელსისთან“ (0:2) დამარცხდა.
„კრისტალ პალასში“ დანიშვნამდე ვიეირა 2018 წლის 11 ივნისიდან 2020 წლის 4 დეკემბრამდე ფრანგულ „ნიცას“ წვრთნიდა, მაგრამ გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო დაითხოვეს.
„ნიცამდე“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი კაპიტანი „ნიუ იორკ სიტის“ ავარჯიშებდა – 2016-2018 წლებში.