თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეში“ ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს საზარდულის ტრავმა ჰქონდა და გუნდს ამიტომ ვერ ეხმარებოდა.
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „კრემონეზე“ სტუმრად ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „ტორინოს“ შეხვდა და ჩემპიონატში ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ქულა აიღო. შეგახსენებთ, რომ კრემონელებს მიმდინარე სეზონში ჯერ ჩემპიონატში არ მოუგიათ.
მასპინძლებმა ანგარიში 41-ე წუთზე გახსნეს, როდესაც სანაბრიამ პენალტი გამოიყენა. 54-ე წუთზე საპასუხო ბურთი ტსაჯუდტმა გაიტანა. 74-ე წუთზე ვალერიმ სტუმრები წინ გაიყვანა, მაგრამ ხუთ წუთში სინგომ კრემონელთა კარი აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ლოჩოშვილი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. „კრემონეზეში“ გადასვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ქართველი მცველი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
„კრემონეზეს“ 9 ქულა აქვს და ბოლო მე-20 ადგილზეა.



