„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინიდან“ შეძენა ჯერ კიდევ სამი წლის წინ სურდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან რუსულმა კლუბმა დიდი თანხა მოითხოვა.
„ხვიჩას შეძენა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გვინდოდა. ის მაშინ უკვე ტოპ მოთამაშე იყო და ჯუნტოლიმ შეამჩნია. თუმცა, კლუბმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ძალიან დიდი თანხა იყო, რადგან “ნაპოლის” ზარალი 200 მილიონი ევრო იყო. იმ დროს ისე ჩანდა, რომ 18 წლის ბიჭში ამხელა თანხის გადახდა არცთუ კარგი იდეა იყო“ -იუწყება დე ლაურენტისის ნათქვამს თავის ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„ნაპოლიმ“ გასული წლის ზაფხულში კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოდან“ 10 მი;იონ ევროდ შეიძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.





