„სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მანამდე ფრედ დასრულებული ორი შეხვედრის შემდეგ, მოლდოვის „მილსამი ორჰეისთან“ 0;3 წააგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ მოლდოველებმა გიორგი შაშიაშვილის გუნდის კარი 3-ჯერ აიღეს.
„სამტრედიამ“ განვლილი სპარინგი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარეს:
ბურიჩენკოვი, გვიშიანი, აბულაძე, კამლაძე, ბოჭორიშვილი, ზარიძე, ოლატუნჯი, ჩიტაიშვილი, კირკიტაძე, ლაღაძე, ჩარგეიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: კორიფაძე, მირცხულავა, კილასონია, უბილავა, ხაიბულაიევი, ხმალაძე, ინჯგია, ნაჭყებია, რობაქიძე, ჩამბა.




