ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით თავისი ყველაზე ეფექტური გოლი გაიტანა.
სერია A-ს 23-ე ტურში ნეაპოლელები სტუმრად „სასუოლოს“ შეხვდნენ და მორიგი სამი ქულ აიღეს. ლუჩამო სპალეტის გუნდის წარმატებას სათავე საქართველოს ეროვნუი ნაკრების გარემარბმა დაუდო, როდესაც მე-12 წუთზე ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ცრუ მოძრაობებით სამი მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში ოდნავ შესულმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1. მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მეათე გოლი მიითვალა.
ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში „სასუოლოს“ საპასუხო ბურთის გატანა შეეძლო, როდესაც ლაურენტიე შეტევის მარცხენა ფლანგზე დი ლორენცოს გაცდა და დარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
33-ე წუთზე ოსიმენმა ბურთისთვის ბრძოლა „სასუოლოს“ მცველს მოუგო და საჯარიმოშიშ ესულმა მარჯვენა მახვილი კუთხდან ძლიერი დარტყმით ახლო კუთხეში გაიტანა – მასპინძლების მეკარე აშკარად შეცდა,
36-ე წუთზე კვარაცხელიამ მოწინააღმდეგეს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გარე ტერფით პასი შორეულ ძელთან გახსნილ ოსიმენს მისცა, რომელსაც თავური დარტყმის მერე, დუბლის შესრულებამდე ცოტა დააკლა.
ამის შემდეგ, კვარაცხელიამ უკვე კარგი პასი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ელმასს მისცა, რომელსაც ბურთი კარგად რომ დაეუმუშავებინა, შესაძლოა ანგარიში უფრო გაეზარდა.
ტაიმის ბოლოს ლაურენტიემ გოლი გაიტანა, თუმცა, მსაჯმა დეფრელზე, რომელიც პასის მომენტში მცველს ებრძოდა, თამაშგარე დააფიქსირა და ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ ერთი შეხებით საუცხოო პასი გააკეთა და ოსიმენი „სასუოლოს“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ნიგერიელმა ბურთი კარს ააცილა. ხვიჩა 77-ე წუთზე მექსიკელმა ირვინ ლოსანომ შეცვალა. კვარაცხელიამ ბოლო 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიატანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მას მიმდინარე სეზონში ზედიზედ 5 მატჩში შედეგიანი სერია მეორედ აქვს – პირველად 2022 წლის 1-16 ოქტომბერს ჰქონდა.
94-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ლოსანომ “სასუოლოს” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ჯოვანი სიმეონემ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ბურთის მიღების მომენტში მექსიკელზე თამაშგარე დააფიქსირა და ბურთი არ ჩათვალა.
განვლილი შეხვედრა ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთვის სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 იყო.
„ნაპოლი“ 62 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 18 ქულით ასწრებს მეორეადგილოსან მილანის „ინტერს“, რომელიც დღეს „უდინეზეს“ მიიღებს.




