თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის “მურსიამ” ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის “დარუშაფაქას” უმასპინძლა 96:87 გაიმარჯვა. მაკფადენმა 24 წუთში 26 ქულა ჩააგდო და მურსიას მოგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ გარდამტეხ მეოთხე პერიოდში ესპანელებმა 27:20 იმარჯვეს და საბოლოოდ თამაშიც მოიგეს.
მაკფადენმა ათიდან 6 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ჯეიმს ანდერსონს ჩამორჩა, ხოლო 26 ქულით თამაშის საუკეთესო მექულე გახდა.
„მურსია“ სამი ტურის შემდეგ 2 მოგებით და 1 წაგებით L ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, ისევ „დარუშაფაქას“ სტუმრად დაუპირისპირდება. ამ ჯგუფის ლიდერი 3 მოგებით გიორგი შერმადინის “ტენერიფეა”.





