„სპეცია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
45

„სპეციას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლუკა გოტი დაითხოვა.
„კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის და მას პროფესიონალურ წარმატებას უსურვებს“ – ნათქვამია „სპეციას“ ოფიციალურ განცხადებაში..
55 წლის გოტი გუნდს 2022 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით „სპეციამ“ 25 მატჩი ჩაატარა – 6 გაამრჯვება, 7 ფრე და 12 წაგება.
„სპეცია“ 19 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.