„დილამ“ შეკრება უკრაინელებთან ზავით დაამთავრა

0
53

გორის „დილამ“ თურქეთში შეკრება უკრაინის პრემიერლიგის გუნდ „ინგულეცთან“ სპარინგით დაასრულა.
უკრაინელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, ხოლო მოგვიანებით „ინგულეცის“ ფეხბურთელნა ავტოგოლი მიითვალა და საბოლოოდ სპარინგი 1:1 დამთავრდა.
ანდრეი დემჩენკომ თანამემამულეების წინააღმდეგ „დილა“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ჩიკაშუა, ჩიტეიშვილი, თევზაძე, ძოწენიძე, სილვა, ალეფი, ვიქტორი, ვლადიმირ ფრატეა (ისინჯება), გომისი, ფარულავა, ცეცხლაძე.
გორელებმა შეკრებაზე ჩატარებული 4 შეხვედრიდან 3 წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.