ქუთაისის „ტორპედომ“ მეორე თურქულ შეკრებაზე ჯერ ამხანაგური თამაში ვერ მოიგო. დღეს, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ჟეტისუს“ დაუპირისპირდა და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
განვლილ მატჩში „ტორპედომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა:
კვასხვაძე, ქობულაძე, სანდოხაძე, მონტეირო, გეგეჭკორი, ტოლი, მანჯგალაძე, არაბიძე, შულაია, სანდი, კაბალიერო.
სათადარიგოები: გოშაძე, მჭედლიშვილი, ახვლედიანი, ჩიტაიშვილი, ელბაქიძე, ქიმაძე, ნადარაია, ნეტო, სამურკასოვი, ბუღრიძე, ოლატუნჯი.
ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება, რომ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით „ტორპედოს“ ბოლო 2 სპარინგის ტრანსლიაცია არ იქნება. ამიტომ, ქუთაისელთა ქომაგებმა დღევანდელი შეხვედრა ვერ იხილეს.
ლაშა თაბაგარი





