„სამგურალი“ ჩეხებთან დამარცხდა

0
48

წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, კიდევ ერთი ამხანაგური თამაში ჩეხეთის რანგით მეორე ლიგის „ვიშკოვთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ჩეხებმა გამარჯვების გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს.
„ვიშკოვთან“ „სამგურალი“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
შოვნაძე, პატარკაციშვილი, კუხიანიძე, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, ლომინაძე, ჯედ არტური, კიკაბიძე, ნიქაბაძე, ნიკა ხორხელი, ჯეფინიო.
სათადარიგოები: ყალიჩავა, ფერნანდო ბული, ბურჯანაძე, ბაშალეიშვილი, სიმდიანკინი, ლუკა ხორხელი, პანიუკოვი, ჩიხლაძე, ჩიხრაძე.