ბათუმის „დინამომ“ უზბეკეთის ჩემპიონი დაამარცხა

0
56

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი საკონტროლო თამაშო უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
მე-2 წუთზე ტაშკენტელთა მეკარემ თავისი საჯარიმოდან ძალიან ცუდად ამოიტანა ბურთი და პასი ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
მე-15 წუთზე ბათუმელებმა პრესინგის ხარჯზე უზბეკებს ბურთი მათსავე ნახევარზე აართვეს და შეტევა წამოიწყეს, რომელიც „ფახთაქორის“ საჯარიმოში მარჯვენა მახვილი კუთხიდან მათე ვაწაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:0.
84-ე წუთზე ბათუმელთა ახალწვეულს სენეგალელ ფორვარდ კონატეს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა ორჯერ შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ მარცხენა ფლანგიდან გიორგი კვერნაძის კარგი პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან აფრიკელის დარტყმული ბურთი ისევ უზბეკმა გოლკიპერმაა უკუაგდო.
საქართვეოს ვიცეჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განვლილ შეხვედრაში ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ჩიჩკანი, ხარებავა, რეხვიაშვილი, კობახიძე, ჩაბრაძე, ვიდაკოვიჩი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ზარია, ფლამარიონი, ვაწაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ლიტვინენკო, ბიძინაშვილი,  კვერნაძე, კაპანაძე, კონატე.