“დინამომ” შეკრება “რიგასთან” მარცხით დაასრულა

0
24

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო, მერვე ამხანაგური მატჩი ლატვიურ რიგასთან გამართეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. შეხვედრის პირველ ნახევარში “დინამომ” მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. თბილისელებმა რიგელებისგან 4 უპასუხო გოლი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის შემდეგ ლუკა კუტალაძემ თერთმეტმეტრიანიც მოიგერია.
მეორე ტაიმში გუნდში ცვლილებებიც განხორციელდა და თამაშის სცენარიც შეიცვალა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, არაერთი სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა მხოლოდ ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. მატჩის 56-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დავით სხირტლაძემ დაარტყა. ამის შემდეგ ჯერ იმრანის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს, მომდევნო შეტევაში კი ზორან მარუშიჩის დარტყმული მცირედით აცდა ლატვიელთა კარს.
ამით დინამოელთა შეკრება დასრულდა. გუნდი დღეს საღამოს სამშობლოში გაემგზავრება და თბილისში გააგრძელებს მზადებას.
“დინამო” – “რიგა” 1:4 (0:4)
“დინამო”: კუტალაძე, კალანდაძე, ტაბიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, სიგუა, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, პარკაძე, კამარა, სხირტლაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ხვადაგიანი, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, იმრანი, ოდიშარია, მარუშიჩი.