ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა

0
49

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის გაძღოლას დათანხმდა, ირწმუნება ESPN Brazil.
63 წლის იტალიელი სპეციალისტი მადრიდელთა თავკაცის თანამდებობას 2023 წლის ზაფხულში დატოვებს და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტრაქტის მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების ბოლომდე გააფორმებს.
ESPN Brazil-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხარეები გარიგებას არ ასაჯაროებენ, რადგან კონტრაქტის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
ბრაზილიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩა, რაც 61 წლის ტიტემ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხორვატებთან პენალტების სერიაში მარცხის მერე თანამდებობა დატოვა.