გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში „მეცი“ სტუმრად „ამიენს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელიმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
მიქაუტაძე 11 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირებში ლიდერობს. ამდენივე ბურთი „ბორდოს“ ფორვარდმა მაჯამ გაიტანა, მაგრამ ჩვენებურმა უფრო მეტო საგოლე პასი გააკეთა და ამიტომ ლიდერობს.
ცნობისთვის მიქაუტაძე 11 გოლის გარდა, თავი 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა და გოლი+პასი სისსტემით ასევე ლიგაში პირველია.
“მეცი” 36 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.






