„რომამ“ ძანიოლოს „გალათასარაიში“ ტრანსფერი დაადასტურა

0
22

ნიკოლო ძანიოლო კრიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს. „რომამ“ იტალიის ნაკრების ნახევარმცველის თურქულ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
სტამბოლელები ძანიოლოს სანაცვლოდ 16,5 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო კიდევ 13 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული.
23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ხელფასი წელიწადში 3,5 მილიონი ევროა. ძანიოლოს გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევროა.
იტალიელი შუახაზელი „რომაში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 128 მატჩში 24 გოლი გაიტანა.