თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრველმა მიწისძვრამ საფეხბურთო ვარსკვლავებიც ააფორიაქა და დაზარალებულთათვის ხელის გაწვდენა მათაც გადაწყვიტეს. იტალიის ნაკრების, “მილანისა” და “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად თურქული “ქარაგიუმრუქის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო მოხალისეებში ჩაეწერა და მაშველებთან ერთად დაზარალებულების გადარჩენას ცდილობს. პირლოს თურქეთში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, გასული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ლეო მესი კი თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 3,5 მილიონი ევროთი დაეხმარა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 20 ათასამდე ადამიანია დაღუპული. ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვაც.





