გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ამის შესახებ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური youtube გვერდი იუწყება, რომელმაც განვლილ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარეს სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა.
მე-20 ტურში “ვალენსია” სტუმრად “ჟირონას” შეხვდა და 0:1 დამარცხდა. თუმცა, მამარდაშვილმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და თავის ანგარიშზე 7 მოგერიება ჩაიწერა – მათ შორის 5 ურთულესი. ის მიმდინარე სეზონში ტურში საუკეთესოდ პირველად მიიჩნეს.
აქვს გეტყვით, რომ გასულ სეზონში მამარდაშვილი 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.





