გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის “შუქურა” საშინაო მათჩებს ბათუმის “დინამოს” ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე ჩააგარებს. ამის შესახებ ქობულეთელთა პრესსამსახური იუწყება:
“ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ქობულეთის “შუქურა” საშინაო შეხვედრებს ბათუმში “ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე ჩაატარებს.
მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გადაწყვეტილების მიღებაში, განსაკუთრებით კი ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს.
მან გაითვალისწინა გუნდის მფლობელისა და ქობულეთელი გულშემატკივარის გულისტკივილი და ნება დაგვრთო დაეთმო ჩვენთვის საკუთარი არენა.
ასევე მადლობას ვუხდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და ქობულეთის მერს ბატონ ლევან ზოიძეს, რომლებმაც გუნდის მფლობელთან და არჩილ ბერიძესთან ერთად კლუბის გადარჩენის რეალური გზა გამონახეს”
