ვოლკოვის დუბლი აზერბაიჯანში

0
9

დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
21-ე ტურში „საბაჰი“, სადაც საქართველოს ეროცნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, შინ „საბაილს“ დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა.
ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 59 წუთი დაჰყო. მან მე-10 წუთზე, როდესაც „საბაჰი“ 1:0 იგებდა, სტუმართა კარი აიღო, ხოლო 31-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ვოლკოვმა ბოლო 2 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა, ხოლო ამ სეზონში მის ანგარიშზე პირველი დუბლია.
27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 22-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
აღსანიშნავია, რომ გუნდებმა შეხვედრა 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს – „საბაჰს“ კაცი 68-ე წუთზე გაუძევეს, ხოლო „საბაილს“ – მეოთხმოცეზე.
„საბაჰი“ 52 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ აგდამის „ყარაბაღს“, რომელშიც ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, 5 ქულით ასწრებს.