სოლომონ კვერკველიამ მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 21-ე ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სადებიუტო სეზონს ატარებს შინ „სუმგაითს“ 2:0 სძლია.
კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 54-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მან ამ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 19 შეხვედრა ჩაატარა. 64-ე წუთზე ბაქოელებიდან მეორე გოლი ბრაზილიელმა სალდანიამ გაიტანა.
შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე მასპინძლების თადარიგში იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
„ნეფთჩი“ 44 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში პოზნანის “ლეხმა” “ლეგნიცა” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს. “ლეხი” 33 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში “ჰათაისფორმა” შინ “ქასიმფაშა” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მასპინძლების სასტარტოში ამჯერად საქართველოს ნაკრების გარემარბი საბა ლობჟანიძე ვერ მოხვდა, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა. “ჰათაისფორი” 23 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.





