„კრემონეზე“ ლოჩოშვილის გარეშე თასის 1/2-ფინალში გავიდა

0
7

„კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის თასის 1/2-ფინალში გავიდა.
დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით კრემონელებმა სტუმრად ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ „რომას“ 2:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს საზარდულის ტრავმის გამო არ უთამაშა.
სტუმრებიდან ანგარიში 28-ე წუთზე დესერსმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 49-ე წუთზე რომაელთა მცველმა ჩელიკმა ავტოგოლი მიითვალა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ბელოტიმ გაიტანა.
თასის ნახევარფინალში „კრემონეზე“ „ფიორენტინას“ შეხვდება – პირველი თამაში 4 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 25 აპრილს.
„კრემონეზე“ ბოლო 18 წლის მანძილზე პირველი გუნდია, რომელიც იტალიის სერია A-ში დაბრუნდა და თასის ნახევარფინალში გავიდა. ცნიბისთვის, კრემონელებმა არსებობის ისტორიაში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმაეორეს – მათ ნახევარფინალში 1987 წელსაც ითამაშეს.
ლოჩოშვილის მოედანზე დაბრუნების საკითხს რაც შეეხება, ბალარდინის ეიმედება, რომ ქართველი მცველ თამაშს ორ კვირაში მოახერხებს.