“ტორპედოს” ალბანელი ნახევარმცველი შეუერთდება

0
87

ქუთაისის “ტორპედომ” ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი არდიტ ტოლი დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი რიონისპირელებს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება. ტოლიმ მიმდინარე სეზონი პოლტავის “ვორსკლაში” დაიწყო, სადაც 10 მატჩი ჩაატარა. უკრაინაში გადასვლამდე ის ალბანეთში 2 სეზონის განმავლობაში “ტირანას” ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის “ჩანიაში” ასპარეზობდა.